Thursday, February 4, 2010

I

I



ჰამბურგერს ჭამს. ამბობს, რომ ყველა ჰამბურგერს შეჭამს. ისე რომ, მალე ძროხები გათავდებიან, მერე ღორები და ა.შ. და როცა ყველა მოკვდება, თვითონ ჩაიგდებს ხელში ქვეყნიერების სადავეებს. ნახატი ბიოლოგიის კაბინეტში. ნუ გარბიხარ, ჰებერჰოპ. ერთი ღვეზელი, ძვირფასო. ჭუჭყიანი ხვირსახოცი ჩემს ჯიბეში. სხვა ცხვირზე მაინც არ გამცვლის. ბოროტები. მათი პრიალა კანები. სამკაულების ჩხარუნი სიარულის დროს. საათი მათ ხორციან ხელზე. ტიკ ტიკ ტიკ... კუდაწეული კატა. ნუ იტლიკავ ხელებს. მიაუუ. სამყაროს სული. მოსაწყენი ეპიფანია. ჩემი დრო, მტვრიანი.

No comments:

Post a Comment