Wednesday, February 24, 2010

optical illusions



რა დაინახე?

ბაშვები ამ სურათში ხედავენ 9 პატარა შავ დელფინს.
თუ 6 წამის განმავლობაში ახლაც ვერ შეამჩნევ დელფინებს, მაშინ.....you need help! :)

დააკვირდი tერიტორიას ქალის მარჯვენა მკლავსა და თავს შორის, შემდეგ დანარჩენებსაც შეამჩნევ.




რამდენი ფეხი აქვს?








მე სულ ნერვებს მიშლიდნენ :)

1. თუ პასუხს გამოიცნობ მაშინვე, ე.ი. პოტენციური მკვლელი ხარ. :)
როზალინდამ მამამისის გასვენებაზე გაიცნო ალფრედი, რომელიც ძალიან მოეწონა. 1 კვირის შემდეგ მან მოკლა თავისი და. რატომ?

2.ოთახში, იატაკზე დასხმულია წყალი, ყრია შუშის ნამსხვრევები, იქვე გდია ჯონის მკდარი სხეული. რა მოხდა?

3.უდაბნოში წევს მკვდარი შიშველი კაცი, ხელში უჭირავს გადატეხილი ასანთი. როგორ მოხვდა ის აქ?

4.ჯონი და ჰენრი არიან ერთ ოთახში. ჯონიმ გამორთო ტელევიზორი და მაშინვე მოკვდა ჰენრი. რატომ?

Tuesday, February 9, 2010

Friday, February 5, 2010

Thursday, February 4, 2010

I

I



ჰამბურგერს ჭამს. ამბობს, რომ ყველა ჰამბურგერს შეჭამს. ისე რომ, მალე ძროხები გათავდებიან, მერე ღორები და ა.შ. და როცა ყველა მოკვდება, თვითონ ჩაიგდებს ხელში ქვეყნიერების სადავეებს. ნახატი ბიოლოგიის კაბინეტში. ნუ გარბიხარ, ჰებერჰოპ. ერთი ღვეზელი, ძვირფასო. ჭუჭყიანი ხვირსახოცი ჩემს ჯიბეში. სხვა ცხვირზე მაინც არ გამცვლის. ბოროტები. მათი პრიალა კანები. სამკაულების ჩხარუნი სიარულის დროს. საათი მათ ხორციან ხელზე. ტიკ ტიკ ტიკ... კუდაწეული კატა. ნუ იტლიკავ ხელებს. მიაუუ. სამყაროს სული. მოსაწყენი ეპიფანია. ჩემი დრო, მტვრიანი.

VII

VII




-თუნდაც სათვალით, ბულკი ხარ მაინც.. ჩაიცინა. ნაოჭები ლოყებზე. ცხვირზე ცერა თითი მიიდო. მეფე წააქცია ერთი თითით. ვოტ! ნაპოლეონის დაცემა. კიდევ ერთი შანსი?
ხის ფიგურა. იჯდა და თლიდა. იდგა და თლიდა. იწვა და თლიდა. მთელი ცხვრება. იოგას პოზები. ღრმად ჩაისუნთქე. სანამ მიხვალ ითაკამდე..
-დააწყვე. წაგებულო. სიგარეტი ხაზებიან თითებში. ეს მდინარის კალაპოტი იყოო ოდესღაც. სანამ გავჩნდებოდით მე და შენ. ..გზაზე გადასვლისას თვალებს ვხუჭავ. ოო.. ინდივიდი უკვე საოგადოებაა რადგან არსებობს ორი მე. ..დებილები. რას ფილოსოფოსობენ? ..რა გინდა, ცდილობენ მაინც.
-თეთრი მოგებულისაა. მიდი, დაიწყე, ჰეროდე. მიწა მეყრება ფეხსაცმელში. თავი ხელებზე დადე. აი ასე. მეტკინა იდაყვები. გასწიეთ მზე. კვადრატებს მირევს. 1 d4 d5. 2. c4 e6 3 მc3 კf6 -ოფიცერია ეგ. არ დადის ეგრე.
-უი. ცხენი მეგონა. სათვალე გაისწორა. 2... მf6. ყველა გზის ბოლოს. ირლანდიელი მილა. საყვარელი იყო ოდესღაც ჩემი. ხელი გადამხვიე, მეგობარო ჩემო, კატავ. 4. კg5 კe7 შენს ზურგს უკან ვიქნები. უკნიდან უყვართ დარტყმა მოღალატეებს. ოთხფეხა დრაკონსაც მოაჭამეს გვერდები. დაჩაგრული კვნესა მისი. მატყუარებო. ისტორიას დაავიწყდა რომ ყველაზე სასაცილო ანეგდოტი მოკლეაო, სტივენ. (ჯ.ჯ) სტივენ? ფანტაზია უფრო მეტია მათი. 5. მf3 0-0 როცა შეეძლო თვითონ, იგივედ გადაიქცა. ძალაუფლების სკამი. 6.cd ed ბევრი სისხლი არ დაღვრია. ჭრილობაც არ ეტყობოდა თითქმის. წაიქცა და თავი ჩამოარტყა მაგიდას. იდეალური მკვლელობა. შერლიც კი ვერ დაიჭერდა. ბაჭიასავით იხტუნავებდა მათ თავებზე. ბლოშენეჟ. თუმცა. ხომ არ გვეთამაშა. ვინ უფრო ჭკვიანია. 6.e3 c6. 7. ლc2 კაბის შრიალი. ქონის სუნი. მიირთვით, მილედი. ხედავთ მეფის მუცელს? კაცის არისო ეს ხორცი, ამბობენ. ან, თუნდაც თვალებიო მისი, დათხრილი. თქვენი ბრწყინვალება. 7...მbd7 გვერდით არა. მაგრამ. ჯაჭვური რეაქცია. არა. ჯაჭვის. სილოგისტურად შეხედე. სხვადასხვაა. თავგანწირული სიმამაცე კი ფარული თვითმკვლელობაა. არაცნობიერიო, იტყოდა. თუ არ უთქვამს აქამდე. თავისუფლება წაართვეს. ..ყველაფერში გვიწევს რამის გადახდა. დიახ, სერ. 8. კd3 eე8. 9. 0-0
-ვის ვხედავ. ნუთუ, ეს ჩვენი პრუდონია? დაბლა დაიხედე, ხანდახან მაინც. გადაიხარხარა.
-ტფუ. გუშინ მესიზმრა სწორედ. ქვას გაუსვა დასვრილი ფეხსაცმლის ძირი. მოგესალმებით, ვენის წრის მოხუცნო. ხელებით დაეყრდნო მაგიდას. რასა იქმთ? აააჰ.
-მხედარი f რვა. ცხენი გაასრიალა. მოსულს ახედა. რასელის ღიმილი. ყველას გვაქ ჩვენ-ჩვენი ქუსლი, მეგობარო. გაიღიმა. დაფას უყურებს და ხელს ნიკაპზე ივლებს.
-მემუქრები, ივან? მაგიდას შემოუარა და გვერდით მიუჯდა. ჯოხი მიაყუდა სკამს. ფეხი ფეხზე გადაიდო. იდაყვებით საზურგეზე გადწვა და დაფას დახედა. კარლზბადი, ისევ?
თავი დაუქნია. აჰამ.
- როცა არ უნდა მოვიდე, პოზიცია იგივეა. ღმერთმანი. რას მაიმუნობთ, ბერიკაცნო?
-პოზიცია შეიძლება. და პარტია არ გამეორებულა არასოდეს. რას ფიქრობ, ბექა? ითამაშე. დათვლილია ჩემი წუთები და შენ კი ფიქრში ითვისებ. სიგარეტს იღებს. გინდა?
-მე კი. ჩემს ფილტვებს არა.
-ანარქისტი ხარ ტვინით ფილტვამდე. ღმერთმანი. ასანთს გაკრა. 10. ეb1 მg6 11. b4 უმწეობის კომპენსაცია. ადამიანი, მოლეკულის ჰიპერკომპენსაცია. ძალაუფლება, სისუსტის კომპენსაცია. როგორც ნამცხვარი. სახელიც კი.. დაბალი და ფართე. გემო, მისი კომპენსაცია. 11...a6. 12. a4 მხოლოდ ერთად თუ შევძლებთო. ზღაპარში ყველა გველეშაპს თავი ძვრება. საკუთარი ხელით თხრიდა საფლავს. მხრებშI გასწორდა და ისე ჩაუვარდა ეშვბიან პირში. 11...კd6 სხვა მხრიდან მოუარე. ტყვია თავის უკანა ნაწილში. გამართლებულია თუ კი სხვების საკეთილდღეოდ არისო. სოციუმური ეგოიზმი. 12. კf6
-რატო დაარტყი. არ უნდა დაგერტყა. ახლა გაგიტანს, ბექა. ბექა ზედმეტად ახალგაზრდულად ჟღერს, ვგონებ. ბატონი ბექა დაგიძახო სჯობს. ხელი აიქნია ბატონმა.
-შემეშვი, ეშმაკის ფეხო. ჩაიცინა. 12...ლf6 საკუთარი ხალხისთვის უნდა გასწირონ თავი. ტერიტორია შეიძლება მისცე, ნაწილი. მაგრამ. დროებით. სანამ გვერდიდან მოუვლი. შიგნიდან. მისი თვალის ასახვევად. 13.b5 დროა მეგობარო. გზას გიჩვენებ. ოღონდ დამპირდი, არ დაივიწყებთ. თუნდაც, სხვა იყოს, უფრო მდიდარი. არ მოუხვიო. ყველა გზის ბოლოს მოსახვევია.
13...ab. 14 ab კg4. 15. კe2 კf3 16. კf3 მh4 17. კe2 ლh6
-ეგ რა სვლაა, ივან? მაგიდისკენ გადაიხარა. მე ლg5-ს ველოდი. ხელი აუქნია. შენ არ გესმის. ფრთხილად იყავი, ბატონო. სწორედ, მშვიდ ადგილებში იციან დამალვა. 17.bc
გაეცინა. ხომ გაგაფრთხილე. ნერვიულად ისრესს შუბლს ბატონი.
18... მg2 თავზე შემოირტყა ხელი.
- როგორ ვერ დავინახე. შეჰყვირა. მეფეს ხელი აკრა და ნერვიულად წამოხტა.
-რა მოხდა? თვალები დაფაზე გადაიტანა. ცხენს კლავ.
-შამათი მაქ მერე.
-შამათი?
-მატი. ხო! ლh2 და მერე h3-დან შამათია.
-ააჰ, გასაგებია. ისევ მიაწვა საზურგეს.
-კიდევ ერთი ხელი, მეგობარო.
დაჯექი.